უფასო ინტერნეტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება!

მოგესალმებით ძვირფასო მომხმარებლებო! გვსურს გაცნობოთ, რომ ჩვენი პირველი უფასო ინტერნეტის წვდომის წერტილის დაყენებიდან თითქმის 5 თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, როგორც უკვე იცით, ქალაქ გორში გაჩნდა დამატებით 4 ლოკაცია, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ უკაბელო ინტერნეტ კავშირით.

რა თქმა უნდა, ჩვენს ღონისძიებებს უკვალოდ არ ჩაუვლია. თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებებისა თუ წარუმატებლობების ზუსტი განსაზღვრა, რათა განხორციელდეს შესაფერისი მოქმედებები. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაწარმოებთ სტატისტიკას და გვსურს რომ გაგიზიაროთ.

მთლიანობაში დაგროვილია 26 057 ნახვა და დაფიქსირდა 12 386 უნიკალური მომხმარებელი (12 386 განსხვავებული მოწყობილობა). თუმცა დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული Wi-Fi წერტილის მონაცემებს:

დღიური ჩვენებების დინამიკა 1 სექ. – 31 ოქტ. ჩათვლი

ასევე ძალიან საინტერესო მონაცემია, თუ დღის რომელ მონაკვეთში იყენებენ უკაბელო ინტერნეტ კავშირს, როგორც სექტემბრის მონაცემები გვიჩვენებს, ყველაზე აქტიური მონაკვეთია 16:00-18:00

როგორც აღმოჩნდა, ქ. გორის მოსახლეობის გარდა, ამ კონკრეტულ ლოკაციას ძალიან ინტენსიურად იყენებენ ტურისტებიც, ვინაიდან სექტემბრის პირველ კვირაში დაკავშირებული მომხმარებლების დაახლოვებით 62% უცხოელია


უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ მეტი ლოკაციის დამატება. რამდენიმე მათგანის ადგილმდებარეობა უკვე განსაზღვრულია. მომავალი ერთი წლის განმავლობაში ქალაქ გორში დაემატება კიდევ 5 წვდომის წერტილი.

FreeWiFi.ge დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც სარგებლობს ჩვენი უფასო უკაბელო ინტერნეტ კავშირით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *